ტომ სოიერის თავგადასავალი
მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, რომელიც მოგვითხრობს 12 წლის ობოლი ბიჭუნას ცხოვრებას, რომელსაც თავისი დეიდა ზრდის თავის ძმასთან და ბიძაშვილთან მერისთან ერთად, მაგრამ ტომი მათგან განსხვავებით ძალიან ცელი და მოუსვენარი ბიჭია.მისი და თავისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება რამოდენიმე თვე, რომლის დროსაც ტომი პოულობს მისთვის ყველაზე საყვარელ მეგობარ გოგონას. ასევე ტომი გარბის სახლიდან და ცხოვრობს თავის 2 მეგობარ ბიჭუნასთან ერთად კუნძულზე, რომ ოდესღაც ისინი გახდებიან მეკობრეები, შემდგომში თავისი მეგობარი გოგო მოაწყობს პიკნიკს და შემდეგ გამოქვაბულში გაისეირნებენ. გამოქვაბულში სეირნობის დროს დაიკარგება თავის მეგობარ გოგოსთან ერთად, შემდეგ კი საძებრად წასული ადამიანები მათ იპოვიან და სახლში დააბრუნებენ.
ტომი და ჰეკლბერი ფინი, რომელიც თავისი საუკეთესო მეგობარი გახდა, დაიწყებენ განძის ძებნას და იპოვიან კიდეც. მათ ასევე იციან ბევრი საიდუმლო რის გამხელითაც მათ შემდგომ ძალზედ აჯილდოვებენ.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გავიგე, თუნდაც ის რომ ადამიანი როგორი ბუნებითაც იბადება ისეთივე ბუნებით რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც არუნდა სცადო მისი გამოსწორება ის მაინც ისეთივე დარჩება ჰეკლბერი ფინის სახით.
ასევე ადამიანს ჩაცმულობითა და გარეგანი შხედულობით არ უნდა ვაფასებდეთ და ვარჩევდეთ, რადგან მათ შეიძლება ისეთ დროს გამოგვიწოდონ ხელი როცა არც კი ველოდებით.
და ბოლოს ადამიანს რასაც არუნდა აძალებდე ის თუ თავისით არ მოინდომა სხვისი ზეწოლით ვერაფერს ვერ გააკეთებს
საინტერესოა...
ReplyDelete