Monday, March 28, 2016

ხიდი ტერაბითიაში

"ხიდი ტერაბითიაში"
   ქეთრინ პატერსონის "ხიდი ტერაბითიაში" მოგვითხრობს ორი მოზარდი ბავშვის ჯესისა და ლესლის ცხოვრებას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჯესი, სინამდ­ვილეში, არაჩვეულებრივი ბიჭია. მას არც ზებუნებრივი ძალები გააჩნია და არც გასაოცარი ფიზიკური მონაცემები, მაგრამ აქვს ყველაზე მთავარი სიკეთის კეთების ისეთი უნარი, რომლის გამოც შეიძლება, ადამიანს ენდო და შეგიყვარდეს. ­ჯესისთვის არა­ფერია მარტივი. ის სწავლობს სკოლაში, სადაც ბავშვებს არაფერი ჰყოფნით, არც სივრცე, არც ­სპორტული ინვენტარი, არც სიყვა­რული. ჯესი იბრძვის, მისი ცხოვრება არა ფიზიკური, არამედ უფრო სულიერი გადარჩენის ყოველდღიური ­მცდელობაა.  ის ლამობს, მოსაწყენი ყოველდღიურობა დაამარცხოს და გახდეს პირველი, არა ისე, როგორც ზოგიერთს სჩვევია, ­სხვების ჩაგვრითა და ყოყლოჩინობით, ­არა­მედ ­ღირსეულად და პატიოსნად.
   ჯესის მეგობარი ლესლი ბერკი სწორედ ისეთი გოგონაა რომლის მსგავსი გოგონები სტერეოტიპებს ანგრევენ. ასეთი გოგოები ამკვიდრებენ სტილს, წერენ წიგნებს, მიფრინავენ კოსმოსში, აკეთებენ აღმოჩენებს, შთააგონებენ ­სხვებს. ასეთი გოგოები ახალ სამყაროებს ქმნიან იმისთვის, რომ საკუთარ თავსაც და გარშემო­მყოფებსაც ­ბედნიერება მოუტანონ. 
   წიგნში შევხვდებით ძალიან ბევრ პერსონაჟს, მაგალითად როგორც მოძალადეს ასევე ადამიანს რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი; მასწავლებელს, რომელიც ყველასაგან განსხვავდება; მშობლებს, რომელთა მთავარი დარდი შვილებისთვის საკვების შოვნაა, მშობლებს, რომელთა მთავარი საზრუნავი დარღვეული სულიერი წო­ნასწორობის აღდგენაა; დედმამიშვილებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და დედმამიშვილებს, ­რომლებიც ერთმანეთის მიმართ ყურადღებით არ ­გამოირჩევიან.
   ჯესი და ლესლი დამეგობრდებიან და შემდეგში კიდეც გამოიგონებენ საკუთარ ქვეყანას რომელსაც "ტერაბითიას" უწოდებენ, ეს ის ადგილია სადაც ყველაფერი შესაძლებელია, სადაც ისინი მეფე და დედოფალი არიან და სადაც ყველა კეთილშობილი და შემწყნარებელია. მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეიცვლება და ლესლი სწორედ ტერაბითიაში გადასვლის დროს დაიღუპება. ჯესი ამ ამბის შემდეგ ტერაბითიაში შესასვლელად პატარა ხიდს გააკეთებს.
   ხოლო რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მინდა გითხრათ რომ ეს წიგნი მეგობრობის ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი ისტორია მათ შორის, რაც კი წამიკითხავს.
   ჩემთვის ეს წიგნი გალაწუნებასავით იყო, რომელმაც ჯერ წამიერად სუნთქვა შემიკრა და შემდეგში კიდეც ამატირა. ეს ის წიგნია სადაც ყველაფერი მოულოდნელად ხდება.
   ტერაბითია ეს არის ადგილი და ეს არის სამყარო რომელიც ყველა ჩვენთაგანშ არსებობს, მაგრამ მის აღმოსაჩენად ხან დრო არ გვყოფნის, ხან გამბედაობა, ან კიდევ ისეთი მეგობარი არ გვეგულება რომელიც ამ რთულ გზაზე ხიდად გვექცევა.
   ჩემი აზრით : "ხიდი ტერაბითიაში" მხოლოდ ბავშვებისთვის დაწერილი წიგნია არ არის. მე თუ მკითხავთ, ის უფრო მეტად უფროსებისთვისაა, განსაკუთრებით კი იმ მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარ შვილებთან მისასვლელ გზას ეძებენ.
  მაგრამ მე რომ ეს წიგნი უფრო ადრეულ ასაკში აღმომეჩინა კითხვისას ხშირად შევჩერდებოდი, ღრმად ჩავისუნთქავდი და წიგნის პერსონაჟებს ჩემი ნაცნობი მეგობრების სახელებსაც კი დავარქმევდი.

2 comments: