Monday, April 4, 2016

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები
   დღეს ვაპირებ ვისაუბრო გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებზე "იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე", რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
   მანა სანამ კონკრეტულად ნაწარმოების განხილვას დავიწყებდე, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ნაწარმოების ავტორზე გურამ დოჩანაშვილზე.
   გურამ დოჩანაშვილი ერთ–ერთი თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი და უდიესი შემოქმედია, მისი ძირითადი თმები: სიყვარული, სიკეთე, შუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თვისუფლებისკენ სწრაფვაა.
   გურამ დოჩანაშვილს ამ ნაწარმოებებით უნდოდა ეჩვენებინა ის მოვალეობები, რომლებიც ჩვენ გვაკისრია სამშობლოს წინაშე, ადამიანებისადმი და რაღათქმაუნდა ლიტერატურისადმი ძლიერი სიყვარული.
   ყურადღება მისაქცევია ნაწარმოებების სათაურებზე, რომელიც შესაძლებელია პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, მაგრამ შეუძლებელია ნაწარმოების სათაურის აღთქმა, მანამ სანამ ბოლომდე არ აღიქვამ ნაწარმოების არსსა და მნიშვნელობას.
   სამი ძმა კეჟერაძე თავის მოღვაწეობის სფეროებით ხომ დიდი საოცრებაა. ორი სამოთხრობე და ერთი სარომანე. 
   ნაწარმოებმა რომელმაც ჩემში უდიდესი შთაბეჭდილებები დატოვა ეს არის "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა. ჯერ მარტო კარცერ–ლუქსის თეორია რად ღირს, ან თუნდაც მოდაზე საუბარი, როდესაც ამბობს ვასიკო რომ ფართოჯიბიანი ტანსაცმელი მოწონს იმიტომ, რომ შიგ ნებისმიერი წიგნი ჩაეტიოს. 
   ვასიკო ეს არის ადამიანი რომელიც ცხოვრობის ნიმუშს გვაძლევს, ეს არის ადამიანი რომელიც შეიძლება იდგეს ძეხვის რიგში, მაგრამ ფიქრობდეს ლიტერატურაზე. ადამიანი რომელიც ნებისმიერ თემასთან ლიტერატურას აკავშირებს,
   უყურადღებოდ ვერ დავტოვებ შალვა კეჟერაძეს, რადგანაც ის ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა, რომელიც სამშობლოზე უანგაროდ არის შეყვარებული, ის ნამდვილი პატრიოტია.
   ასევე ნამდვილ ქართველად შეიძლება მოვიხსენიოთ სევერიონი, რომელიც ბევრი საუბრის გარეშე თბილად და დაუფიქრებლად იღებს სტუმრებს შუა ღამით, თავისი ხელით უმზადებს საჭმელს რადგანაც მისი ცოლი სახლში არ ჰყავს და თავისივე ხელით გაუშლის ნამდვილ ქართულ სუფრას.
   არ შემიძლია გვერდი ავუარო ასევე ნაწარმოებს "იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ მესამე ძმა კეჟრაძე" რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა.
   გრიშა ეს იყო ადამიანი რომელიც იტალიურ აქცენტზე და ადამიანების უკეთსად გადაქცევაზე იყო გადამკვდარი.
   ჩემში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია გერასიმემ, კერძოდ იმ მომენტში როდესაც შალვა ესაუბრება მას სამშობლოზე... შალვა როგორც პატრიოტი ცდილობს შეაყვაროს, შაცნობინოს გერასიმეს სამშობლო, მადლიერების გრძნობაც გაუღვიძოს... ყანის მოთოხვნაც კი შესთავაზა, იქნებ სუნზე გაეღვიძებინა რაიმე გულში, მაგრამ გერასიმეს კავკასიონის ყურება ერჩივნა...
   მთავარი სათქმელი აქ არის ის, რომ ადამიანი სამშობლოთი იწყება, "უსამშობლოდ კაცი არა ხარ!", მწერალი არაჩვეულებრივად გადმოცემს შალვას პირით, რომ "ჩვენ ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოსული", ის რომ სამშობლო უნდა შეიცნო, დააფასო წინაპრების ღვაწლიც და გიყვარდეს მამულიშვილები...
   როგორც სხვა მწერლებს გურამ დოჩანაშვილსაც აქვს თავისებური წერის მანერა. მაგალითდ: როგორც იყო სიტყვა "ჩამომალაბორანტეს" და სხვა მსგავსი სიტყვები.
   მე ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიარეთ ამ სამ უძლიერეს ნაწარმოებებზე, გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ, რადგანაც ამ ნაწარმოებების წაკითხვისას თქვენ მიიღებთ ძალიან დიდ სიამოვნებას.

Monday, March 28, 2016

ხიდი ტერაბითიაში

"ხიდი ტერაბითიაში"
   ქეთრინ პატერსონის "ხიდი ტერაბითიაში" მოგვითხრობს ორი მოზარდი ბავშვის ჯესისა და ლესლის ცხოვრებას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ჯესი, სინამდ­ვილეში, არაჩვეულებრივი ბიჭია. მას არც ზებუნებრივი ძალები გააჩნია და არც გასაოცარი ფიზიკური მონაცემები, მაგრამ აქვს ყველაზე მთავარი სიკეთის კეთების ისეთი უნარი, რომლის გამოც შეიძლება, ადამიანს ენდო და შეგიყვარდეს. ­ჯესისთვის არა­ფერია მარტივი. ის სწავლობს სკოლაში, სადაც ბავშვებს არაფერი ჰყოფნით, არც სივრცე, არც ­სპორტული ინვენტარი, არც სიყვა­რული. ჯესი იბრძვის, მისი ცხოვრება არა ფიზიკური, არამედ უფრო სულიერი გადარჩენის ყოველდღიური ­მცდელობაა.  ის ლამობს, მოსაწყენი ყოველდღიურობა დაამარცხოს და გახდეს პირველი, არა ისე, როგორც ზოგიერთს სჩვევია, ­სხვების ჩაგვრითა და ყოყლოჩინობით, ­არა­მედ ­ღირსეულად და პატიოსნად.
   ჯესის მეგობარი ლესლი ბერკი სწორედ ისეთი გოგონაა რომლის მსგავსი გოგონები სტერეოტიპებს ანგრევენ. ასეთი გოგოები ამკვიდრებენ სტილს, წერენ წიგნებს, მიფრინავენ კოსმოსში, აკეთებენ აღმოჩენებს, შთააგონებენ ­სხვებს. ასეთი გოგოები ახალ სამყაროებს ქმნიან იმისთვის, რომ საკუთარ თავსაც და გარშემო­მყოფებსაც ­ბედნიერება მოუტანონ. 
   წიგნში შევხვდებით ძალიან ბევრ პერსონაჟს, მაგალითად როგორც მოძალადეს ასევე ადამიანს რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი; მასწავლებელს, რომელიც ყველასაგან განსხვავდება; მშობლებს, რომელთა მთავარი დარდი შვილებისთვის საკვების შოვნაა, მშობლებს, რომელთა მთავარი საზრუნავი დარღვეული სულიერი წო­ნასწორობის აღდგენაა; დედმამიშვილებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და დედმამიშვილებს, ­რომლებიც ერთმანეთის მიმართ ყურადღებით არ ­გამოირჩევიან.
   ჯესი და ლესლი დამეგობრდებიან და შემდეგში კიდეც გამოიგონებენ საკუთარ ქვეყანას რომელსაც "ტერაბითიას" უწოდებენ, ეს ის ადგილია სადაც ყველაფერი შესაძლებელია, სადაც ისინი მეფე და დედოფალი არიან და სადაც ყველა კეთილშობილი და შემწყნარებელია. მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი შეიცვლება და ლესლი სწორედ ტერაბითიაში გადასვლის დროს დაიღუპება. ჯესი ამ ამბის შემდეგ ტერაბითიაში შესასვლელად პატარა ხიდს გააკეთებს.
   ხოლო რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, მინდა გითხრათ რომ ეს წიგნი მეგობრობის ერთ–ერთი ყველაზე ამაღელვებელი ისტორია მათ შორის, რაც კი წამიკითხავს.
   ჩემთვის ეს წიგნი გალაწუნებასავით იყო, რომელმაც ჯერ წამიერად სუნთქვა შემიკრა და შემდეგში კიდეც ამატირა. ეს ის წიგნია სადაც ყველაფერი მოულოდნელად ხდება.
   ტერაბითია ეს არის ადგილი და ეს არის სამყარო რომელიც ყველა ჩვენთაგანშ არსებობს, მაგრამ მის აღმოსაჩენად ხან დრო არ გვყოფნის, ხან გამბედაობა, ან კიდევ ისეთი მეგობარი არ გვეგულება რომელიც ამ რთულ გზაზე ხიდად გვექცევა.
   ჩემი აზრით : "ხიდი ტერაბითიაში" მხოლოდ ბავშვებისთვის დაწერილი წიგნია არ არის. მე თუ მკითხავთ, ის უფრო მეტად უფროსებისთვისაა, განსაკუთრებით კი იმ მშობლებისთვის, რომლებიც საკუთარ შვილებთან მისასვლელ გზას ეძებენ.
  მაგრამ მე რომ ეს წიგნი უფრო ადრეულ ასაკში აღმომეჩინა კითხვისას ხშირად შევჩერდებოდი, ღრმად ჩავისუნთქავდი და წიგნის პერსონაჟებს ჩემი ნაცნობი მეგობრების სახელებსაც კი დავარქმევდი.

ტომ სოიერის თავგადასავალი

ტომ სოიერის თავგადასავალი  
 მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, რომელიც მოგვითხრობს 12 წლის ობოლი ბიჭუნას ცხოვრებას, რომელსაც თავისი დეიდა ზრდის თავის ძმასთან და ბიძაშვილთან მერისთან ერთად, მაგრამ ტომი მათგან განსხვავებით ძალიან ცელი და მოუსვენარი ბიჭია.
    მისი და თავისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება რამოდენიმე თვე, რომლის დროსაც ტომი პოულობს მისთვის ყველაზე საყვარელ მეგობარ გოგონას. ასევე ტომი გარბის სახლიდან და ცხოვრობს თავის 2 მეგობარ ბიჭუნასთან ერთად კუნძულზე, რომ ოდესღაც ისინი გახდებიან მეკობრეები, შემდგომში თავისი მეგობარი გოგო მოაწყობს პიკნიკს და შემდეგ გამოქვაბულში გაისეირნებენ. გამოქვაბულში სეირნობის დროს დაიკარგება თავის მეგობარ გოგოსთან ერთად, შემდეგ კი საძებრად წასული ადამიანები მათ იპოვიან და სახლში დააბრუნებენ.
   ტომი და ჰეკლბერი ფინი, რომელიც თავისი საუკეთესო მეგობარი გახდა, დაიწყებენ განძის ძებნას და იპოვიან კიდეც. მათ ასევე იციან ბევრი საიდუმლო რის გამხელითაც მათ შემდგომ ძალზედ აჯილდოვებენ.
   ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გავიგე, თუნდაც ის რომ ადამიანი როგორი ბუნებითაც იბადება ისეთივე ბუნებით რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე, როგორც არუნდა სცადო მისი გამოსწორება ის მაინც ისეთივე დარჩება ჰეკლბერი ფინის სახით.
   ასევე ადამიანს ჩაცმულობითა და გარეგანი შხედულობით არ უნდა ვაფასებდეთ და ვარჩევდეთ, რადგან მათ შეიძლება ისეთ დროს გამოგვიწოდონ ხელი როცა არც კი ველოდებით.
   და ბოლოს ადამიანს რასაც არუნდა აძალებდე ის თუ თავისით არ მოინდომა სხვისი ზეწოლით ვერაფერს ვერ გააკეთებს